ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” პოლიტიკური განაჩენი. უმძიმესი რეზოლუცია, რომელსაც ევროპარლამენტის ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა დაუჭირა მხარი პირდაპირ მიუთითებს, რომ სტრატეგიული პარტნიორები არ აპირებენ ბიძინა ივანიშვილის კლანს საქართველოს საბოლოოდ მიტაცების უფლება და დემოკრატიული პროცესების ჩახშობის საშუალება მისცენ.
ევროპარლამენტი ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის სანქციებს ითხოვს. დოკუმენტში მკაფიოდ და ცალსახად წერია, რომ პოლიტიკური დევნა ქვეყანაში უნდა დასრულდეს და მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნებით უნდა გაიყვანონ საქართველოდან და პოლიტპატიმარმა ნიკა გვარამიამ საპატიმრო უნდა დატოვოს.
რეზოლუციის ჩასწორებული ვერსია “ქართულ ოცნებაში” პანიკის მიზეზი გახდა, რასაც მმართველმა გუნდმა მორიგი სერიით უპასუხა. და ამ მძიმე ვერდიქტის გადასაფარად მიხეილ სააკაშვილის კადრები გავრცელები გაავრცელა
მთავარი არხი