“მეტრონომს” კლინიკა “ვივა მედიდან” დაუკავშირდა ანონიმური წყარო, რომელმაც განაცხადა, რომ ენმ-ს წევრის და ნიკა მელიას მხარდამჭერი ეკა ხერხეულიძის შვილი ციხიდან სწორედ იმ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება.
როგორც წყარო აღნიშნავს, პოლიტიკოსის შვილი საპატიმროში შურისძიების გამო მოხვდა:
“რამდენიმე წლის წინ, ბათუმში, ერთ-ერთი ცნობილი პირის შვილმა დაჭრა ეკა ხერხეულიძის უმცროსი ბიჭი (გულზე ჰქონდა ჭრილობა და მძიმედ იყო ძალიან).
ამ კონფლიქტის შემდგედ ხერხეულიძის უფროსი ბიჭი შურისსაძიებლად დარაჯობდა მამუკა ჩარკვიანის ბიჭს იარაღით, ვეძისზე.
იგი ვეძისში დააკავეს იარაღით ხელში და 4 წელი მიუსაჯეს. შემდეგ ციხეში იჩხუბა და ციხეში ჩხუბის გამო დაუმატეს კიდევ რამდენიმე წელი.
ახლა, როგორც მითხრეს, ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა ციხეში და “ვივამედშია”… იქ, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი.
ჯერჯერობით, ქალბატონ ეკას ამ თემის ირგვლილ, კომენტარი არ გაუკეთებია.