“მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას…შემიშვას”– უკრაინის ომბუდმენი სააკაშვილთან შესვლას ითხოვს

უკრაინის სახალხო დამცველი, დმიტრო ლუბინეცი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შესვლას ითხოვს. მისი თქმით, ქართული ხელისუფლება ვალდებულია, უზრუნველყოს სააკაშვილის სამედიცინო დახმარება და მისი უფლებების დაცვა.

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დამიშვას უკრაინის მოქალაქესთან, რომელიც ამჟამად თბილისში, სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ იმყოფება. კრიტიკული მდგომარეობა, რომელშიც ახლა უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილია, განგაშს და შეშფოთებას იწვევს. ამიტომ ქართულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს ის სათანადო სამედიცინო დახმარებით და სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების სათანადო პირობებით, ან ხელი შეუწყოს მის გადაყვანას ევროპულ ან ამერიკულ სამედიცინო დაწესებულებებში. უკრაინა, როგორც დემოკრატიული და თანამედროვე ევროპული სახელმწიფო, მაქსიმალურ ყურადღებას დაუთმობს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვას!, – წერს უკრაინის ომბუდსმენი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share