იანვარ-ნოემბერში ტურიზმიდან საქართველომ 3.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

2022 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა -3 159 558 975 აშშ. დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 103.5% აღდგენაა (ზრდა 108,134,426 აშშ დოლარი). ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2021 წლის იანვარი-ნოემბრის მაჩვენებელთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 2 040 668 275 (+182.4%) აშშ დოლარით.

ადმინისტრაციის ცნობითვე, 2022 წლის მხოლოდ ნოემბერში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 305 029 882 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 151.2% აღდგენაა, 2021 წლის ნოემბერთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 194 075 877 (+174.9%) აშშ დოლარით.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share