ჯერემი კლარკსონის „2020 წლის ყველაზე ცუდი ავტომობილების“ ხუთეული

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და ქარიზმატული ავტოწამყვანი, ბრიტანელი ჯერემი კლარკსონი, ავტოგადაცემებისგან თავისუფალ დროს, გამოცემა The Sunday Times-ში ავტომობილებზე წერას უთმობს –  რომელშიც მან 2020 წლის ყველაზე ცუდი ავტომობილების ხუთეული დაასახელა.

ტრადიციულად, ავტომობილები 5 ბალიანი სისტემით ფასდებიან.

მაშ ასე:

ყველაზე ცუდ ავტომობილად ჯერემიმ Aston Martin DBX-ი დაასახელა და მას 2 ვარსკვლავი მიანიჭა. ბრიტანული მწარმოებლის პირველი ყველგანმავალი, მას არ მოეწონა ტყავის მატერიალების ხარისხისა და ხისტი მართვის გამო.

ასევე 2 ვარსკვლავს, BMW M8 Competition Coupе დასჯერდა. ჯერემის არ მოეწონა ავტომობილის მართვა და ზოგადად ის, თუ როგორ „იქცევა ის გზაზე“. მისი აზრით, ავტომობილი ძალზედ მძიმე და მძლავრია, და ანალოგი ბალერინასთან გაავლო, რომელსაც დიდი ბოტები აცვია.

ოდნავ უკეთესი შედეგი აჩვენა Kia Xceed-მა და მან 2.5 ვარსკვლავი დაიმსახურა. ტესტისთვის ჯერემის 1.4 ლიტრიანი ტურბირებული ვერსია შეხვდა, რომელიც ჟურნალისტის აზრით, ამ მოდელისთვის ძალზედ სუსტია. ნეგატიურ თავისებურებებში გავიდა „მშფოთავი აძვრა“ და წინა ბორბლების „რყევა“. თანამედროვე ავტომობილისგან მსგავს რაღაცაებს ის უბრალოდ არ ელოდა. „თავს 80-იანებში ვგრძნობდი“ – დაწერა ჯერემიმ.

შემდეგი სიაში Hyundai i10 აღმოჩნდა – 3 ვარსკვლავით. ავტომობილმა ჯერემი ვერ აღაფრთოვანა. სტატიის 1153 სიტყვიდან, 120 უშუალოდ i10-ს დაეთმო. მისი ვერდიქტი შემდეგია – „ასეთ ავტომობილს სჯობს საერთოდ არაფერი არ გყავდეს“.

„სამოსანი“ გახდა ჩეხების ახალი ქროსოვერი – Skoda Kamiq. ჯერემიზე შთაბეჭდილება ვერც მან მოახდინა. უმთავრესად იმის გამო, რომ ავტომობილი მონათესავე Volkswagen Group-ის მოდელებს მოაგონებს (და მათგან დიდად არც განსხავდება).

ავტორი: ირაკლი სალუქვაძე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share