რა ომის დანაშაულები აღიარეთ, რაზე მოაწერეთ ხელი, რა ჰქვია ამას, თუ არა საკუთარი ქვეყნის ღალატი – მდინარაძე

ქართული ოცნების ლიდერი და ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ჰააგის გადაწყვეტილების შემდეგაც, სამშობლოს ღალატში და “ომის დანაშაულებში”, რეზოლუციაზე ხელმოწერით, საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას ადანაშაულებს.

“ჩვენ ყველანი ერთად თავს ვიკავებდით 11 პუნქტში მითითებული ფრაზების ამოკითხვისგან და ვამბობდით, რომ დამთავრდება გამოძიება ჰააგაში ჩვენ მივაღწევთ წარმატებს და ამის შემდეგ ნაციონალურ მოძრაობას და მის ბელად მიხეილ სააკაშვილს ვამხელთ ბოლომდე. …… რა ომის დანაშაულები აღიარეთ და რაზე მოაწერეთ ხელი, რა ჰქვია ამას, თუ არა საკუთარი ქვეყნის და სამხედროების ღალატი” – თქვა მდინარაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან

მდინარაძე  შედეგს წულუკიანისა და “ოცნების” ხელისუფლების დამსახურებად მიიჩნევს და მათ მადლობას უხდის:

“ამ ჩანაწერის მხარდაჭერის შეფასება არის შეუძლებელი, წარმოუდგენელი და დღემდე ჩვენ ამის გახმოვანებაზე და ხაზგასმაზე შეგნებულად ვიკავებდით თავს. დღეს ამის ხელმომწერი და მხარდამჭერი ადამიანები არიან, ვინც ქართულ სახელმწიფოს ვნებენ, რომ თითქოს ქართულმა საზოგადოებამ აირჩია თითქოს ისეთი ხელისუფლება, რომელიც, რაიმეთი მაინც რუსულ წისქვილზე ასხამდეს წყალს. ადამიანები ადანაშაულებენ ქართულ სახელმწიფოს და მის ხელისუფლებას, რომლებმაც დღევანდელი წარმატებისათვის ხელი რომ შეეშალათ, სტრასბურგის წარმატებისათვის ხელი რომ შეეშალათ, ისკანდერის ის ნაწილები, რომელიც აღმოჩნდა მთავარი მტკიცებულება, საამისოდ, დაუმალეს გამოძიებას და მოძიებულ იქნა მას შემდეგ, რაც წულუკიანმა და სხვა უწყებებმა დიდი შრომა გასწია, რომ მთავარი მტკიცებულება ყოფილიყო მოძიებული.” – ამბობს მდინარაძე

შეგახსენებთ, ჰააგაში აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება დასრულდა და არც ერთი ქართველის სამხედროს ბრალი არ გამოკვეთილა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაარსებიდან ოცი წლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პროკურორის ოფისმა გადაწყვიტა სასამართლოს წარმოებაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გამოძიების ეტაპი დაესრულებინა.

პროკურორი კარიმ ხანი აცხადებს, რომ აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დაასრულა, თუმცა გრძელდება მუშაობა მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვისა და დავიდ სანაკოევის სასამართლოს წინაშე წარსადგენად, რომელთა დაკავებაზეც ორდერები ჯერ კიდევ ზაფხულში გაიცა.

კარიმ ხანის განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიების დაწყებიდან, ოფისმა შეისწავლა მტკიცებულებები, რომლებიც შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდებოდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share