ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლად ქალაქ ოზურგეთში, ოზურგეთის წყალკანალის ყოფილი დირექტორი შალვა კონჯარია დაინიშნება.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ოზურგეთის მერიის კანცელარიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ბატონი ავთანდილ თალაკვაძე განკარგულებას, კონჯარიას დანიშვნის შესახებ, ხელს, ამ დღეებში მოაწერს.
მოვალეობის შესრულებას კი მერის წარმომადგენელი მომავალი წლის დასაწყისიდან შეუდგება.