2020 წელს შიმშილით 7 მილიონი ადამიანი დაიღუპა

2020 წელს შიმშილით 7 მილიონი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ „მსოფლიო სასურსათო პროგრამის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ ბიზლიმ განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„თუ ამას არ მივხედავთ, შიმშილით 5-ჯერ უფრო მეტი ადამიანი მოკვდება“,- განაცხადა ბიზლიმ.

მისივე განცხადებით, მსოფლიო სასურსათო პროგრამა 88 ქვეყანაში 97 მილიონ ადამიანს ეხმარება, თუმცა მიუხედავად ამისა, მსოფლიოში ყოველი მეცხრე ადამიანი შიმშილობს.

ცნობისთვის, ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა 2020 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში მსოფლიო სასურსათო პროგრამას კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გადასცა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share