ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ბახვი ჰესის ინიციატივით ჩხაკაურას, მთისპირის, უკანავას, ოქროსქედისა და ვანისქედის, აჭის 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
გასართობი პროგრამა ორი ნაწილისგან შედგებოდა: პირველი ნაწილი საახალწლო კონცერტს დაეთმო, ხოლო მეორე ნაწილი ინტერაქტიული საახალწლო გასართობებისგან შედგებოდა.
ბავშვებისთვის წინასაახალწლო განწყობის შექმნაზე სპეციალურად მოწვეულმა თოვლის ბაბუებმა, ანიმაციური ფილმების პერსონაჟებმა, მომღერალ და მოცეკვავე ბავშვთა სტუდიებმა იზრუნეს.
ღონისძიება ფოლკლორის ცენტრის მენეჯმენტმა განახორციელა ბახვი ჰესის დაკვეთით.