ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია მივიდა. მანამდე მან კლინიკა “ვივა მედში” მოინახულა მიხეილ სააკაშვილი.
ალასანია ამბობს, რომ მისი კლინიკაში ყოფნის დროს მიხეილ სააკაშვილი არსად გაუყვანიათ, არც რაიმე აპარატურა შეუტანიათ მის ოთახში.
“[თქვენი მოთხოვნაა პროცესები ჩატარდეს ყოველდღიურად?] ჩემი მოთხოვნაა რაც შეიძლება სწრაფად, იმიტომ რომ მაკვდება ხელში შვილი”, – თქვა ალასანიამ. საქალაქო სასამართლოში უკვე მივიდა საერთაშორისო ექსპერტი, დევიდ გოლდსმიტი, რომელიც დღევანდელ პროცესზე უნდა გამოკითხონ.