რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, რომელიც მოსკოვში ბერლინიდან ჩაფრინდა, შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს. სატელევიზიო ეთერში გადაცემულ კადრებში ჩანდა, რომ 44 ნავალნი სამართალდამცველებმა დააკავეს საპასპორტო კონტროლის ადგილას, ხოლო მის ადვოკატს არ მისცეს მასთან ერთად წასვლის საშუალება.
რუსეთის პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა ნავალნის დაკავება.
კრემლის ხმამაღალი კრიტიკოსი ნავალნი თვეების განმავლობაში მკურნალობის კურსს გადიოდა გერმანიაში, მას შემდეგ, რაც ის მოწამლეს – რაშიც ის რუსეთის ხელისუფლებას სდებს ბრალს. ნავალნი ცუდად გახდა აგვისტოში, ტომსკიდან მოსკოვში მიმავალ თვითმფრინავში, “ნოვიჩოკის” ტიპის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ.
გასული თვის ბოლოს რუსეთის ფედერალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ნავალნის მოსთხოვა რუსეთში დაუყოვნებლივ დაბრუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას პატიმრობით დაემუქრნენ, 2014 წლის, გაყალბებასთან დაკავშირებული საქმის და კრიმინალური ინსპექტორებისგან დამალვის გამო. ნავალნი უარყოფს დანაშაულს და ამბობს, რომ ეს საქმე – ისევე, როგორც ბოლო წლებში მის წინააღმდეგ აღძრული სხვა სისხლის სამართლის საქმეები – წარმოადგენს შურისძიებას მისი ოპოზიციური საქმიანობისთვის.