მიხეილ სააკაშვილის გამოჩენამ საზოგადოების წინაშე მთელ ქვეყანაში ერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მესამე პრეზიდენტის მიმართ რიგითი მოქალაქეები კვლავ თანაგრძნობით არიან განმსჭვალული და მხარდაჭერას გამოხატავენ.
ხელისუფლება კი სრულიად საპირისპირო დამოკიდებულებას იღებს – ბიძინა ივანიშვილის შურისძიება, ქვეყნის სირცხვილი, სასჯელი პუტინის წინააღმდეგ ბრძოლისთვის და პარალელები ზვიად გამსახურდიას ტრაგიკულ ისტორიასთან – ამ შეფასებებს და ფაქტებს იხსენებენ მოქალაქეები ქუჩაში სასამართლო პროცესის შესახებ საუბრისას და ერთხმად ამტკიცებენ, რომ ქართული ოცნების პოლიტიკა ქვეყანას საბოლოოდ დააკარგინებს ევროპულ მომავალს.
მთავარი არხი