“ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი მოწამლულია, ის ფაქტობრივად თაღლითია, ვინაიდან სახელმწიფოზე მიდის შეტევა და ვისაც მოწამვლის თემა გამოაქვს პოლიტიკურ ასპარეზზე, ის არის საერთაშორისო თაღლითი” – თქვა იმედის ეთერში “ოცნების” დეპუტატმა, გია ვოლსკიმ.
ვოლსკის თქმით, ევროპარლამენტში, ვისი არგუმენტები უფრო დამაჯერებელია და საფუძვლიანი, ამ არგუმენტებს შორის კი არ მიდის დაპირისპირება, არამედ, დაპირისპირება პოლიტიკურ პოზიციათა შორის მიდის.
“პოზიცია, რომელიც ვიოლა ფონ კრამონს გააჩნია, ის არ შეიცვლება, რადგან მას პოლიტიკური ამოცანა აქვს და პოლიტიკური ამოცანა გვაქვს ჩვენ. აქ შედარება ევროპარლამენტში, ვისი არგუმენტები უფრო დამაჯერებელია, ვისი უფრო საფუძვლიანია, ამ არგუმენტებს შორის კი არ მიდის დაპირისპირება, არამედ, დაპირისპირება მიდის პოლიტიკურ პოზიციათა შორის.
ის ამოცანა, რომ მე კრამონის მითითებებზე გადავერთო და დავივიწყო ის ადამიანები, რომლებიც სამართლიანად პრეტენზიას გამოთქვამენ იმ მმართველობასთან დაკავშირებით, იმ დაღვრილ სისხლთან დაკავშირებით, რომლებსაც არ მიაჩნიათ რომ ფონ კრამონი და ევროპარლამენტართა გარკვეული რაოდენობა მართალია, იმათ რა პასუხი გავცეთ?! – ამბობს ვოლსკი.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მთელი დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლების შუამდგომლობას განიხილავდა. დაიკითხა ამერიკელი ექსპერტი დევიდ გოლდსმიტი, რომელმაც განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტს დემენციის ნიშნები აქვს და რომ ის, ქართულ ციხეში წამების მსხვერპლი გახდა.
პროცესზე დისტანციურად ჩართეს მიხეილ სააკაშვილი. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საზოგადოებამ დღეს პირველად ნახა რა მდგომარეობაშია მესამე პრეზიდენტი, ხანგრძლივი მკურნალობის მიუხედავად.
სასამართლო პროცესს მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ მცირე ხნით ჩაერთო. ერთი საათის შემდეგ მან თავი შეუძლოდ იგრძნო და პროცესი უკვე მისი მონაწილეობის გარეშე გაგრძელდა.
სასამართლო 29 დეკემბრისთვის გადაიდო.