საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში ანსამბლ ,,ბასიანის“ საახალწლო კონცერტი გაიმართა.
ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი „ბასიანი“ 2000 წელს საქართველოს საპატრიარქოში ჩამოყალიბდა, 2013 წელს კი მას სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი მიენიჭა.
ანსამბლს დღემდე ჩაწერილი და გამოცემული აქვს ტრადიციული სიმღერა-გალობის 300-მდე ნიმუში.