ოზურგეთელი იური ლომაძე საქართველოს ჩემპიონია!
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ჭიდაობის სექციის ( ბერძნულ – რომაული სტილით ) მოჭიდავე იური ლომაძე საქართველოს ჩემპიონია!
იური ლომაძემ ბათუმში ბერძნულ- რომაულ ჭიდაობაში გამართულ საქართველოს პირველობაზე, 77 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ოქროს მედალი დამსახურებულად მოიპოვა!
იური ლომაძე ასპარეზობისთვის ვლადიმერ და ირაკლი ზურაბიანებმა მოამზადეს.