ბიზნესმენი, ფადი ასლი სოციალურ ქსელში წერს, რომ 2023 წელს საქართველოს მთავრობასთან არ ითანამშრომლებს.
“მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ 2023 წლისთვის არ ვითანამშრომლებ საქართველოს კოლაბორაციონისტ რუსეთის მთავრობასთან, არც პროფესიულად და არც სოციალურად და ეს ეხება “ქართული ოცნების” ყველა თანამდებობის პირს, მათ შორის ჩემს მეგობრებს, რომლებიც ქართული ოცნების ნაწილია.
კოლაბორაციონისტ მთავრობასთან თანამშრომლობა ჩვენ თვითონ გვაქცევს კოლაბორაციონისტებად”, – წერს ფადი ასლი.