“ის სულ ლეგენდა იქნება თქვენ კი არასდროს”-მიმართვა საზმაუს დირექტორს

“ის სულ ლეგენდა იქნება თქვენ კი არასდროს”- ამ სიტყვებით მიმართავს ნათია მეგრელიშვილი, საზმაუს დირექტორს და თავის ყოფილ სტუდენტს თიკო ბერძენიშვილს.მეგრელიშვილის შეშფოთება ცოტა ხნის წინ, გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია, სადაც ამბობდა რომ დედამისს ჯულეტა ვაშაყმაძეს, ერთი თაიგულიც კი არ გამოუგზავნეს დაკრძალვაზე, იმ ტელევიზიიდან, სადაც  50 წელი მუშაობდა.

“მივმართავ თიკო ბერძენიშვილს საზმაუს დირექტორს, ჩემ საყვარელ მოწაფეს რომელმაც გული მატკინა. ეს რა სამარცხვინო რამ გავიგე თქვენი ტელევიზიის ლეგენდა ჯულიეტა ვაშაყმაძე არაფრად ჩააგდეთ არ მიუსამძიმრედ და არც ყვავილი გაიმეტეთ. ეს რა მესმის რატომ? რადგან გიორგის დედაა? რა სისასტიკეა თიკო, რა ვასიკომ არ მოისურვა? ადამიანს ქოცურად აფასებთ? მაღალი ღირებულებები აღარ არსებობს? რამდენი ენერგია დავხარჯე თქვენზე და მთავარი ვერ გასწავლეთ? მე მრვხვენია მე! ის სულ ლეგენდა იქნება თქვენ კი არასდროს. თქვენი არხი ჩემთვის აღარ არსებობს . მე არ მყავს თიკო მეგობრებში ვისაც გყავთ გთხოვთ გადაუგზავნეთ. მადლობა თიკო ასე გააგრძელეთ სულმოკლეობა.”- წერს მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share