წინასაახალწლო პერიოდში პროდუქტისს ფასებმა პიკს მიაღწია. მხოლოდ ნიგვზის და თაფლის საყიდლად მინიმუმ 55 ლარია საჭირო. ფასები რეკორდულადაა მომატებული ყველზე და ხორცზეც. გაძვირდა ტკბილეული, ხილი და სასმელი. თუ საახალწლო სუფრაზე ინდაური და საცივი გსურთ, ხარჯი 170 ლარით გაიზრდება.
ბაზრობებზე მომხმარებლების სიმცირეს უჩივიან. ეკონომისტები კი დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს ფასები კიდევ რამდენიმე თვე შენარჩუნდება.