ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გუბაზ სანიკიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ხალხი უნდა გააქტიურდეს და ექსპრეზიდენტი უნდა დაიცვას.
„ამ ქვეყანას არ სჭირს მოურჩენელი არაფერი, ჩვენი თავის შეწირვა ამ ქვეყანას ახლა არ სჭირდება, მაგრამ ჩვენი ამოქმედება და განძრევა სჭირდება ნამდვილად. სჭირდება მიხეილ სააკაშვილის დაცვა, გადარჩენა იმიტომ, რომ იგი პროდასავლურობის სიმბოლოდ იქცა. დასავლეთმა ფურცელზე დაგვიწერა: არ გამოუშვებთ მიშას, დარჩებით მანდ, ბოსელში, სადაც ბოლო 600 წელია ვართ“, – განაცხადა სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.