“ივანიშვილი აფინანსებდა ტრამპს“-მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრაპის გამარჯვებით რუსეთი იყო დაინტერესებული და ტრამპს, ბიძინა ივანიშვილი, პრეზიდენტ ტრამპის სიძის მეშვეობით, უკანონოდ აფინანსებდა.

“ყველამ იცის, რომ ივანიშვილი აფინანსებდა ტრამპს. აფინანსებდა, მისი სიძის, კუშნერის მეშვეობით; ამაზე აუცილებლად იქნება გამოძიება ახლა ამერიკაში. 

ჩემთვის ძნელია დაჯერება ბოლომდე, რომ ტრამპი იყო რუსული პროექტი. თუმცა, ის, რომ რუსეთი დაინტერესებული იყო ტრამპის გამარჯვებაში ეს არანაირ ეჭვს არ იწვევს. იმიტომ რომ ბაიდენი, თავისი შეხედულებებით, არის მკვეთრად ანტირუსული, მთელ თავის გუნდთან ერთად.

მეორე – მაგალითად ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს დირექტორად დანიშნა ყოფილი ელჩი მოსკოვში, რომელის არის ძალიან მკაცრი პოზიციით ცნობილი. შექმნა ცალკე განყოფილება ეროვნული უშიშროების საბჭოში, ეს საკმაოდ უპრეცედენტოა.”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა

მიხეილ სააკაშვილისვე თქმით, აშშ-ში გამოძიება დაიწყება ტრამპის დაფინანსებაზე.

“აუცილებლად იქნება გამოძიება უკანონო დაფინანსებაზე კამპანიების უცხოეთიდან და იქ აუცილებლად ამოვარდება ივანიშვილის გვარი, დარწმუნებული ვარ იმიტომ,რომ ივანიშვილს ჰყავდა დაქირავებული მთელი ლობისტური კამპანიები”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share