”როგორ უნდა უსურვო ეგეთი რაღაც ადამიანს – საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახის წევრებზე უნდა გამოცადონ ის, რასაც ხალხი განიცდიდა 2012 წლამდე. აბსოლუტურად ამაზრზენია და კატეგორიულად მიუღებელია ის განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ.
არ ვიცი, ამ ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია და არ იციან, რა ხდებოდა წლების განმავლობაში ქვეყანაში? რა დამოკიდებულება იყო პატიმრების მიმართ, ბიზნესის წარმომადგენლების მიმართ, ჩვეულებრივად ადამიანების მიმართ, ვისაც განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა, ტელევიზიების მიმართ, სიტყვისა და გამოხატვის მიმართ, ხომ ვიცით ეს ყველაფერი? არ ვიცით, რა ვითარება იყო ქვეყანაში და დღეს რა მდგომარეობაა?” – განაცხადა კახა კალაძემ.