კალპი – მზის ემბლემა გურიაში

“ქართველების მზის ემბლემას ჩვენ ვამოწმებთ მეტად საინტერესო კომპლექსში, რომელიც მოცემულია გურიის მთიან მოსახლეობაში ეგრეთწოდებული “კალპიანი ჩიჩლაკის” სახით. ჩვეულებრივი ჩიჩილაკისაგან კალპიანი ჩიჩილაკი განსხვავდებოდა იმით, რომ მას კალპი ჰქონდა გაკეთებული. საახალწლო ჩიჩლაკის კალპი ლერწისგან მოწნული რგოლია, რომლის დიამეტრი 4-6 გპჯს უდრის. იგი ნორჩი ფოთლებით, სუროს ნაყოფით, კურკანტელით და თხილის კვირტიანი ტოტებით არის შემკული. ამგვარად დამშვენებულ კალპს ჩიჩლაკის თავზე აცმევდნენ. კალპი მაგრდება ჩიჩილაკის იმ ადგილზე სადამდეც ჩიჩილაკის წვერები ათლილი და განივრად გადაშლილია. ამის შემდგომ ჩიჩილაკს კვერცხით შეზავებული ყველისგულიან მრგვალსა და შუაზე გახვრეტილს კვერს – “ბოკელს” ჩამოაცმევდნენ. ბოკელი კალპის ზემოთ, უკანასკნელის მიმართ პერპენდიკულარულად მაგრდება. სიდიდით იგი კალპი-ს ზომისა არის. ბოკელ-ს ზემოთ, ჩიჩილაკის თავზე დამაგრებულია 4-6 გოჯის სიგრძე ხის ჯვარი, რომლის ორ წვერზე ჩამოაცვემდნენ ბურთულას ფორმის კვერს “ყვინჩილა”-ს, თითო წვერზე თითოს და დანარჩენ ორ წვერზე წყვილ ბროწეულს ან ვაშლს თუ სხვა ხილეულს.
.
თუ ჩვენ დავაკვირდებით გურულების სახალწლო კალპ-ს იმ “სამკაულებითურთ”, რომლებიც მასთან ერთად ჩიჩილაკის თავზეა მოთავსებული, ცხადი გახდება, რომ ეს კალპი მზის ისეთივე ემბლემაა, როგორიც რაჭველ-ლეჩხუმლების გვერგვი.”
.
ვერა ბარდაველიძე 1944 წელი.
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share