“2008 წელს ზუსტად ასე ვიყავი ქიმიური ნივთიერებებით მოწამლული” – ნათელაშვილის სკანდალური განცხადება

შალვა ნათელაშვილი მესამე პრეზიდენტის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს და აცხადებს, რომ გლდანი ციხეში ე.წ. შუმოკის ეპიზოდზე მბობს, რომ “წარმოუდგენელია, პატიმარი პატიმარს უწყობდეს აქციას”.

მისი თქმით, რომ ხელისუფლებას მესამე პრეზიდენტის გაშვება მაინც მოუწევს, თუმცა ნათელაშვილი აქცენტს სააკაშვლის სწრაფ გათავისუფლებაზე აკეთებს.

შალვა ნათელაშვილმა განაცხადა,  რომ 2008 წელს ისიც ქიმიური ნივთიერებით იყო მოწამლული.

“2008 წელს, როცა ავსტრიაში გულზე ოპერაცია დამჭირდა, ქირურგმა მითხრა, რომ ქიმიური ნივთერებით ვიყავი მოწამლული. მაშინ ხმა არ ამოვიღე, იტყოდნენ, რომ პიარისთვის ვაკეთებდი ამას. ბადრი პატარკაციშვილმაც დამიეკა მაშინ და მითხრა, ხო გაგაფრთხილე, მოწამვლას გვიპირებენ მე და შენო. ერთ კვირაში კი იმავე დიაგნოზით კვდება ბადრი პატარკაციშვილი”- აღნიშნა ნათელაშვილმა tv “პირველის” ეთერში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share