ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში უმუშევრობის დონე მინიმუმზე ნამდვილად არ არის.
“უმუშევრობა მინიმუმზეაო, საშუალო ხელფასი მაქსიმუმზეო, დღეს ან ხვალ აფხაზეთს ვიბრუნებთ და მეორე მონაკოდ ვაქცევთო, ევროკავშირი აქეთ შეგვეხვეწოსო, საქართველოში ყველაფერი ჰყვავის და გადაჰყვავის და ვინც ასე არ ფიქრობთ, მტრები ხართო.
ყოველთვის ვგიჟდებოდი მმართველი პირების გამოსვლაზე, რომელსაც “სასწაულებრივი” უნარები ჰქონდა და ცარიელ ქვაბს ავსებდა.
ვაი, თქვენს არა, ვაი, ჩვენს პატრონს”, – წერს გამზარდია.