ერისკაცი ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან და მეც მივდივარ- ლუკა კურტანიძე

მივიღე გადაწყვეტილება, ზუსტად 12 წელის შემდეგ მივდივარ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ველიდან, – ამის შესახებ თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი ლუკა კურტანიძე აცხადებს.

„ისტორიული ქველმოქმედების მეფე წავიდა პოლიტიკიდან, სადაც უძლიერესი ვიყავი მის გვერდზე როგორც ერთგული თანამებრძოლი და აღფრთოვანებული მისი იდეით/საუკუნეების მანძილზე. „ქართული ოცნების“ ასრულების/ენით გამოუთქმელი ურიცხვი სიკეთის რეალური მთესველი ერის კაცი ბიძინა ივანიშვილი! ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, ზუსტად 12 წელის შემდეგ მივდივარ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ველიდან.

არცერთი პარტიის განცხადება იქნება თუ პოლიტიკური აქტიურობა, იქ მე ლუკა ელდარი კურტანიძე არ ვიქნები! არც ფიზიკურად და არც განცხადებით! ზუსტად მერვე დღეს ვაკეთებ ამ განცხადებას, რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან. რამეთუ ვთვლი, რომ ჩემი მისია თუნდაც სიცოცხლის ფასად ვყოფილიყავი პოლიტიკაში ისეთი ფორმით როგორც ვმოქმედებდი, ამოიწურა! რამოდენიმე წლის წინ ინტერვიუში ვთქვი, როცა ერის კაცი ბიძინა ივანიშვილი წავა პოლიტიკიდან, მეც მისი უღალატო თანამებრძოლი და მეგობარი ლუკა ელდარი კურტანიძე დავასრულებ პოლიტიკურ აქტივობას. დიახ დღეს ეს დროც დადგა! მადლობა უფალს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც იყო იმედი, ძალა და ნუგეში ყოველი ხვალინდელი დღის! მადლობა, ვისაც სჯეროდა ჩემი გულწრფელი სუფთა ბრძოლის სამშობლოსთვის! დიახ, მე როგორც წლების წინ ვიყავი შემრიგებელი გამაერთიანებელი ყველასთვის, იქ ვბრუნდები! საქართველოს გამარჯვების სიხარულით გავაერთიანებ ყველას. გავზრდი მომავალ თაობას, სადაც ძმობა ურთიერთგატანა და სამშობლო საქართველოს უსაზღვრო სიყვარული იქნება! ვიქნები იმ სფეროში, სადაც ყველას სიყვარულით სავსე მსახური ვიქნები! მე ასეთი ერთგულება მასწავლა უფალმა! ხვალ ნათლისღებაა და ყველას, თითოეულ მოქალაქეს, ადამიანს, მეგობარს თუ მოწინააღმდეგეს მუხლმოყრილი შენდობას ვითხოვ და გწამდეთ, თქვენი მსახური ვიქნები ჩვენი სამშობლო საქართველოსთვის! შიგნით გულში და სულში ვილოცებ და საქმით ქმედებით ყველასთვის/ მიუხედავად მათი პარტიულობისა მრწამსისა, თუ აზრთა სხვადასხვაობისა, რომ ასრულდეს ჩვენი ერისთვის, იდეა! რომელსაც ჰქვია და მყარი საძირკველი ჩაუყარა ერის კაცმა ბიძინა ივანიშვილმა ასრულდეს ყველასთვის ქართული ოცნება…..! ამინ“, – წერს კურტანიძე სოცქსელში.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 96
    "ხალხმა საკმარისად იძინა და ახლა გირჩევ გონს მოდი ბიძინა!!!"პარტია "კანონი და სამართალი" ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "ვაქცინა არ შემოაქვთ( ვერ და არ)! ხალხი სახლებში გამოამწყვდიეს უმუშევრად! ბიზნესი აღარ არსებობს გაკოტრებულია! ოჯახები შიმშილობენ! ადამიანებს დასამარხი ფული არ აქვთ! 2 დღეში სამოცდასამიათასმა ადამიანმა მიაკითხა (უცხოეთში დასარჩენად - სამუშაოდ ) გერმანიის საელჩოს! ადამიანები სახლებს ყიდიან! მთელი საქართველო ბანკშია…
    Tags: და, ბიძინა, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა, სოციალური, ქსელი
  • 96
    "ევროპა ისევ არაფრის აზრზე არაა, სამწუხაროდ"ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემა “კვირაში ერთხელ” წამყვანი მიშა მშვილდაძე სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას პოსტს ეხმაურება და ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ასოცირების საბჭოს განცხადებას აფასებს. “მე უფრო მარტივად ვიტყოდი – ევროპა ისევ არაფრის აზრზე არაა, სამწუხაროდ, და ამავდროულად საბედნიეროდაც, იმიტომ, რომ სულ მასეა ეგა და მივეჩვიეთ ამასობაში მთელი მსოფლიოც” – წერს…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა, სოციალური, ქსელი
  • 96
    “დავით გარეჯის 10 მონასტერი ცხოველების და ფრინველების თავშესაფრადაა ქცეული… რაც გაქვთ, იმას მიხედეთ ” – დეკანოზიდეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში დავით გარეჯის საქმეს ეხმაურება და სამონასტრო კომპლექსის ნაწილის საბჭოთა პერიოდში დაკარგვის ისტორიას იხსენებს. დეკანოზის თქმით,  დავით გარეჯის კომპლექსი 17 მონასტრისგან შედგება. მათგან 10 კი მიტოვებული და მოუვლელია. “ეს ერთი კვირაა, შემძაგდა ფეისბუკში სიახლეების შეხედვა, არც არაფერი დავწერე ამ საკითხზე, ვუყურებ და რაც ხდება გარეჯის საკითხის…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა, სოციალური, ქსელი
  • 95
    "კობახიძესაც არაფერი ეშველება"- 2021 წელის პოლიტიკური პროგნოზი დავით ზურაბიშვილისგან„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი 2021 წელს შემდეგ პოლიტიკურ მოვლენებს პროგნოზირებს და სოციალურ ქსელში წერს: „პოლიტიკური პროგნოზების კეთება საქართველოში ისედაც უმადური საქმეა და მით უმეტეს ახლა,როცა სიტუაცია იმდენად არეულია (და არა მარტო ჩვენთან), რომ რა მოხდება კაცმა არ იცის. სამაგიეროდ, ვფიქრობ, ძალიან მაღალი ალბათობით შემიძლია იმის წინასწარმეტყველება, თუ რა…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა, სოციალური, ქსელი