საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 28 დეკემბერს, 12:00 საათზე მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ განცხადების ხელმომწერებს შეხვდება. ამის შესახებ მან “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “ღამის მთავარი” ისაუბრა.
ცნობილია, რომ შეხვედრა წერეთლის 114-ში, ფექტორი “თბილისში” გაიმართება და დოკუმენტზე ხელის მოწერა იქ მისულ პირებსაც შეეძლებათ.