“მეტრონომის” წყაროს ინფორმაციით, ენმ-ს ამჟამინდელი თავმჯდომარე ნიკა მელია შიდა არჩევნების გადადებას გეგმავს. როგორც ანონიმური პირი ჩვენთან ექსკლუზიურად აცხადებს, მელიამ იცის, რომ პარტიული განწყობების გათვალისიწნებით, ის არჩევნებს პირველივე ტურში წააგებს.
წყაროს თქმით, ვინც ენმ-ში ელექტორალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, მელიას წინააღმდეგაა.
გარდა ამისა, ვერც თბილისის და ვერც რეგიონული ორგანიზაციის ის წარმომადგენლები, რომლებიც მელიას უჭერენ მხარს, მხარდამჭერებს ვერ აგროვებენ.
“მიუხედავად იმისა რომ “ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე მელიას ფინანსურ დახმარებას დაპირდა, იმ პირობით რომ ენმ-ის საპარლამენტო სიაში ადგილებს მიიღებს, მას მაინც სერიოზული ორგანიზაციული პრობლემები აქვს. ამიტომ, მელია მომდევნო დღეებში აპირებს დაიწყოს არჩევნების გადადების კამპანია, სხვადასხვა მოტივით.
მელიას იმედი ჰქონდა რომ აჭარაშიც ხმების მოგროვებაში, ძალოვანი ბაჩო მგელაძე დაეხმარებოდა, რომელიც გიორგი კირთაძის ნათესავია და ამავდროულად მელიას ჯგუფელი (ერთად დაამთავრეს უშიშროების აკადემია), თუმცა, აღმოჩნდა რომ მისი დახმარება საკმარისი არ არის” – განუცხადა წყარომ “მეტრონომს”.
ინფორმაციის გადასამოწმებლად, “მეტრონომი” ნიკა მელიას დაუკავშირდა, თუმცა, ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს.