“არამეგობრული პასუხი მსოფლიოს” – რა განკარგულებას მოაწერა პუტინმა ხელი

რუსეთმა სამშაბათს უპასუხა დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებულ ნავთობზე ფასის ლიმიტს და განაცხადა, რომ აკრძალავს ნავთობის მიყიდვას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც იცავენ 5 დეკემებრს დაწესებულ ფასის ზედა ზღვარს.

შესაბამის განკარგულებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მოაწერა.

ფასის ლიმიტის მიხედვით, ნავთობით მოვაჭრეებმა არ უნდა გადაიხადონ 60 დოლარზე მეტ ბარელზე რუსეთის საზღვაო ნავთობისთვის, რათა შეინარჩუნონ წვდომა დასავლეთის დაფინანსებაზე გლობალური გადაზიდვების ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტებისთვის, როგორიცაა დაზღვევა.

ლიმიტი დაწესებულია რუსული ნავთობის ამჟამინდელ ფასთან ახლოს, მაგრამ გაცილებით დაბალია იმ ფასებზე, რომლითაც რუსეთს შეეძლო მისი გაყიდვა გასული წლის დიდი ნაწილის განმავლობაში.

რუსეთი ნავთობის მეორე უმსხვილესი ექსპორტიორია მსოფლიოში საუდის არაბეთის შემდეგ.

პრეზიდენტის პუტინის ბრძანება, რომელიც გამოქვეყნდა სამთავრობო პორტალზე და კრემლის ვებსაიტზე,წარმოდგენილი იყო, როგორც პირდაპირი პასუხი აშშ-ს, სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების “არამეგობრულ” და “საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო” ქმედებაზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share