პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლესთან იმ აქციის მონაწილეებს მიმართა, ვინც მოითხოვდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შეეწყალებინათ.
“აქ რომ მოვარდით ვიღაცის გავრცელებულ ჭორებზე…”, – მიმართმა პრეზიდენტმა, რასაც ხმაური მოყვა.
“მაინტერესებს ის ადამიანები, ვინც ავრცელებენ ჩემ შესახებ თავიანთ შექმნილ ჭორებს, სად იყვნენ 2007-ში, სად იყვნენ, როდესაც მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები, სად იყვნენ როცა ვიდექი ქუჩაში. მე გეტყვით სად იყვნენ ისინი, ვინც მესიჯბოქსებს ავრცელებენ დღეს, ან იყვნენ მიშას შტაბში, ან იყვნენ კარგად მოკალათებულნი სხვადასხვა თანამდებობებზე, ან იყვნენ ქართუ ბანკში, ისინი ვინც დღეს მესიჯბოქსით ავრცელებენ, თურმე იციან მე რას გავაკეთებ, როდის გავაკეთებ თურმე იციან რატომ გავაკეთებ. ვინ შეიწყალა, მე შევიწყალე, მურუსიძე, ჩინჩალაძე, მე შევიწყალე თუ მე დავაყენე… თუ მე განვაწესე ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ მოხსნის. ეს არ არის შეწყალება? სად ხართ, როდის გააპროტესტეთ, სად იყავით და სად ხართ?”, – თქვა ზურაბიშვილმა და სასახლის ეზო დატოვა.
ლალი მოროშკინა, ია მეტრეველი და სხვები, მათ შორის, საჯარო სამსახურის თანამშრომლები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მართავენ აქციას – “არ შეიწყალო მიშა”.
მათი თქმით, არ დაუშვებენ, სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ გადაიყვანონ. ჟურნალისტებთან საუბრისას მათი ნაწილი ვერ ასაბუთებდა, რა მიზნით არის მისული აქციაზე.