15 ცხოვრებისეული რჩევა პითაგორასგან:
1. ბედნიერად ცხოვრების დიდი მეცნიერება იმაში მდგომარეობს, რომ იცხოვროთ აწმყოთი. 2. ხუმრობაც ზომაზე იხმარეთ, როგორც მარილი. 3. ეცადეთ მზის ამოსვლას დაესწროთ , იმიტომ რომ არ იცით , დაესწრებით თუ არა მის ჩასვლას . 4. ნუ დაგვპირდებით, ისე გააკეთეთ დიადი. 5. ქარქაშიდან ხშირად ამოღებული ხმალი მალე დაჩლუნგდება. 6. იცხოვრეთ ხალხში ისე, რომ მეგობრები არ ჩამოგშორდნენ და მტრები დაიმეგობროთ. 7. კეთილგონიერო მანდილოსანო! თუ გსურთ, რომ ქმარმა მთელი დრო თქვენთან გაატაროს, იზრუნეთ , რომ სხვაგან ვერსად ნახოს მეტი სინაზე და სიამე. 8. დაზოგეთ თქვენი შვილების ცრემლი, რომ თქვენს სამარეზე დაღვარონ. 9. რაც არ უნდა თქვან და იფიქრონ თქვენზე, აკეთეთ საქმე, რასაც თვითონ სამართლიანად თვლით. იყავით ერთგვარად გულგრილი ქებისა და ძაგების მმართ. 10. დუმილს ნუ დაარღვევთ, ან ისეთი რამ თქვით, დუმილს რომ სჯობდეს. 11. ნუ იტყვით ცოტას ბევრი სიტყვის გამოყენებით, ეცადეთ ცოტა ისაუბროთ და ბევრი თქვათ. 12. ნურას ჩაიდენთ საძრახისსა და სამარცხვინოს ნურც აშკარად და ნურც ფარულად. ეს უპირველესი კანონია საკუთარი თავის პატივისცემისა. 13. ყველაზე პატარა სიტყვებს «კი»-სა და «არა»-ს ყველაზე მეტი დაფიქრება სჭირდებათ. 14. სულის სიძლიერე არჩიეთ სხეულის ძლიერებას. 15. დასაძინებლად თვალს ნუ დახუჭავთ, ვიდრე არ განსჯით, რა გააკეთეთ და ვის რა არგეთ ამ დღეს.
წყარო:reportiori.ge