უკრაინაში დაღუპული დავით რატიანის დედა: ღარიბაშვილი და ვინც იქ სხედან, არიან დაქირავებულები

”ძალიან ვარ გაბრაზებული ასეთ მსჯელობაზე, როგორი მსჯელობაც მე მოვისმინე ღარიბაშვილისგან, რომ იქ წასულები არიან დაქირავებულები. თუ დაქირავებულები არიან, ისიც თქვას მაშინ, რამდენად დაიქირავეს და ვინ დაიქირავა? ესეც ხომ უნდა ითქვას და ჩემი შვილი და მასთან ერთად ვინც წავიდა, ყველა წავიდა თავიანთი ანთებული გულით და პატრიოტული გულით. მე მგონია, ქართული ენა ესმით ხომ? წავიდა ჩემი შვილი იმ მოტივით, რომ დახმარებოდა უკრაინას, იმიტომ, რომ აფხაზეთში როცა ჩვენ გვიჭირდა, უკრაინა გვეხმარებოდა ცოცხალი ძალით, ტექნიკით და სხვადასხვა ჰუმანიტარული დახმარებით. თუ დაქირავებულები იყვნენ, მაშინ რატომ არ დასვეს თვითმფრინავი და რატომ არ წაიყვანეს, რატომ მოუხდათ თვითმფრინავით, თავიანთი ძალებით წასვლა?

ვეკითხები მე, მაქვს თუ არა ამის უფლება, რომ ვკითხო მე ღარიბაშვილს? მე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, ღარიბაშვილები და მისნაირები, ვინც იქ სხედან, თვითონ არიან დაქირავებულები ორმაგად, ორმაგი დაქირავებულები თვითონ არიან. ეს თუ გაიგეს ჩემგან პირადად მას ყურში უნდა მოხვდეს ჩემი ლაპარაკი. ჩემი შვილი წავიდა მთელი, დაწყებული 28 წელიწადი ემსახურა სამშობლოს, აფხაზეთიდან დაწყებული, სამაჩაბლოში, ავღანეთში წავიდა, იქ ადამიანი გადაარჩინა, თუ ისინი მადლიერები არიან ჩემი შვილის, აქ მადლიერების გამოხატვა საქართველოში ასე ხდება? რომ თავი გაწირა და ახლა დაერქვა ამას დაქირავებული?”

განაცხადა უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, დავით რატიანის დედამ, ასმათ პაკელიანმა გიორგი თარგამაძის ფორმულას ეთერში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share