”სააკაშვილი დაცემული არ არის, მაგაშიც არ ვეთანხმები, ტყუილად ჰგონიათ მაგათ, რომ თუ ფიზიკურად ვერ არის ადამიანი, ის დაეცა. ასე არ არის, ამას არ ვეთანხმები კატეგორიულად.
მე ვიცი ერთი რამე და მე მგონი, ეს ქალბატონმა სალომემაც იცის, რომ ერთ მხარეზე არის სინათლე, მეორე მხარეს არის სიბნელე. სიბნელის მხარეზე არის რუსეთი და მისი მომხრეები, ამ შემთხვევაში, გესმით, ვისაც ვგულისხმობ მომხრეებში და სინათლის მხარეს არის დასავლეთი. არჩევანი ამის მიხედვით კეთდება.”
განაცხადა მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ. დღეს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც ექსპრეზიდენტზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი ჩამოსვლა ორივე მხარეს აწყობდა. მანვე აღნიშნა, რომ ასწავლიან როგორ ებრძოლოს სააკაშვილს, რომელიც “უკვე დაცემულია”.