ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივას ეხმაურება, რომლის თანახმადაც საქართველოს ხელისუფლება მზადაა, სამ წელში აფხაზეთში 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადოს.
შამბა საქართველოს სთავაზობს, რომ რეპარაციის სახით, ოკუპირებული აფხაზეთის განვითარებისთვის დაპირებული 10 მილიარდი დოლარი გადაუხადოს.
“ეს ხომ არარეალურია. ეს ცარიელი სიტყვებია. რასაც ისინი გვთავაზობენ, შეიძლებოდა ყოფილიყო ომის შემდეგ, როდესაც მიყენებული ზიანისთვის რეპარაციების გადახდა იყო საჭირო – ეს თანხა ზუსტად ჯდება ამ ციფრებში… ეს თანხები მოხმარდებოდა ომის დროს მათ მიერ განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენას” – ამბობს შამბა.
შამბა მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის განცხადებებით, თბილისი მხოლოდ მსოფლიო საზოგადოების სიამოვნებას ცდილობს.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო, ხოლო სოხუმი – მეორე მონტე-კარლო.