პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, ტვ პირველთან, ამბობს:
“მე არ ვიცი სააკაშვილი უფრო უბედურია თუ ბიძინა ივანიშვილი იმიტომ, რომ იმასაც დაემხო ყველაფერი თავზე, აღარც უსაფრთხოება აქვს, აღარც კეთილდღეობა, არაფერი არა აქვს, შეიძლება გისოსებს მიღმაა… ის შუშის ციხეში ზის და ეს ზის გისოსებიან ციხეში. მერე რა რომ დიდი სახლი აქვს, ერთ ოთახში ცხოვრობს, რა გგონიათ, დადის ახლა და 100 ოთახს შემოირბენს ხოლმე? ერთ ოთახში ცხოვრობს ისიც და ვერ გამოდის სახლიდან. ყველაფერი მას “ეტენება” თუ რამე ფუჭდება ქვეყანაში, შეიძლება არც იცის თვითონ ისეთი რაღაცები, ხო? მე არ ვიცი, რომელი უფრო უბედურია.” – აცხადებს ხუხაშვილი.