საახალწლო კონცერტი გაიმართა ლანჩხუთში ღია ცის ქვეშ.
თავდაპირველად ადგილობრივი შემსრულებლები წარსდგნენ მსმენელის წინაშე: ბენდი ,,გურია”, ,,ცისიერი”, ,,აცაურა”, ,,მხედრები”, სიმღერა- გალობის, სუფსისა და მ. ორაგველიძის სახელობის სამუსიკო სკოლების აღსაზრდელები, ჩხაიძეების მომღერალი ოჯახი, საესტრადო ჯგუფები და ა.შ. შემდეგ კი სცენა თორნიკე ანდრიაძესა და თამთა ჭელიძეს დაეთმო.
ახალი, 2023 წლის შემობრძანება ლანჩხუთსა და სრულიად საქართველოს მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მიულოცა.
საღამო ფოიერვერკით დასრულდა.