კრიმინალი-ავარია ოზურგეთი შემოქმედის გზაზე

ამ წუთებში ოზურგეთი შემოქმედის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდულია.

ოზურგეთის პოლიციის თანამშრომლები კვირიკეთის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილიდან მიმალულ მძღოლს ეძებენ.

როგორც “გურიის მოამბეს” ოზურგეთის პოლიციის თანამშრომელმა აცნობა, გზის ამ მონაკვეთზე მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე, გადავიდა სავალი გზიდან და ერთ ერთი მაცხოვრებლის ეზოში შევარდა.

პოლიციელის ინფორმაციით მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

პოლიციელები მიმალვის მიზეზებს ვერ აკონკრეტებენ.

რადგან შემთხვევას მსხვერპლი არ მოყოლია, სამართალდამცველების ვარაუდით – დიდი ალბათობით ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და სწორედ ეს გახდა ამ უკანასკნელის მიმალვის მიზეზი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share