ტრადიციულ კალანდობის დღესასწაულს წელს დვაბზუ უმასპინძლებს
ავტორი: გურიის მოამბე
ტრადიციულ კალანდობის დღესასწაულს წელს დვაბზუ უმასპინძლებს

ძველით ახალ წელს ანუ გურულ კალანდას ტრადიციულ დღესასწაულს წელს ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუში უმასპინძლებს, უფრო კონკრეტულად კი საკალანდო რიტუალი შალვა რადიანის სახლ მუზეუმში გაიმართება.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ოზურგეთის მერიიდან აცნობეს.

იმპროვიზებული და ნაკლებად პომპეზური კალანდობის რიტუალის თეატრალიზებას ყოველ წელს სხვა და სხვა მიზანი ჰქონდა - ან ტურიზმის პოპულარიზაციაზე ზრუნვა, ან საპატიო სტუმრებისათვის - მნიშვნელოვანი ტრადიციების გაცნობა, რეგიონთან მათ დაახლოებაში ხელშეწყობისა და მოზიდვის მიზნით.

წელს გურული კალანდობის მთელი სცენარი, ოზურგეთის დრამატული თეატრის მსახიობების დახმარებით და მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდება.

სოფელ დვაბზუში, შალვა რადიანის სახლ-მუზეუმში, კალანდობის დღესასწაულზე ყველა ის ბტრადიცია "გაცოცხლდება", როგორც ეს გურიაში, კალანდობასთან, ძველ გურულ ტრადიციებთანაა დაკავშირებული - გურულები თავდაპირველად ეზოში ჩიჩილაკების მზადების პროცესს შეუდგებიან....

ეზოში დადგმულ არყის სახდელთან მიპატიჟებული სტუმრები, სადღეგრძელოები, ჭურზე „თავის ახდა“, წითელი ღვინის დაგემოვნება, შუა ცეცხლთან ახალგამომცხვარი ღვეზელები,"მუცლის სალოცავი", სხვენზე შესაბოლად გამოკიდული კუპატები, ღორის ბეჭი და „აგუნას“ გადაძახილი... მერე, ხის გობზე დალაგებული ხილით, ჩურჩხელებით, მოხარშული დედლებითა და საკალანდოდ დაკლული ღორის თავით, ჩიჩილაკებით მორთულ ოდაში, დიასახლისის მიპატიჟებითა და ოჯახის უფროსის თანხლებით შებრძანებული მეკვლე. ტრადიციული თოფის გასროლა და მრავალჟამიერი. ფოლკლორი და ქორეოგრაფია...

 

 


 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'