ადვოკატი:"ილა კეჭაყმაძე კახი კალაძეს საერთოდ არ იცნობს და არასდროს არ ჰქონია მასთან ურთიერთობა"
ავტორი: გურიის მოამბე
ადვოკატი:"ილა კეჭაყმაძე კახი კალაძეს საერთოდ არ იცნობს და არასდროს არ ჰქონია მასთან ურთიერთობა"

"ილა კეჭაყმაძე კახი კალაძეს (საუბარია თბილისის მერზე), საერთოდ არ იცნობს და არასდროს არ ჰქონია მასთან ურთიერთობა არცერთ პერიოდში და არაფერი აკავშირებს კახი კალაძესთან. ასევე მინდა მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ილა კეჭაყმაძე საერთოდ არ ჩარეულა ოზურგეთში გამართულ ადგილობრივ არჩევნებში, არც პირველ და არც მეორე ტურში. მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია არცერთი კანდიდატის სასარგებლოდ არჩევნებში." - ეს განცხადება დღეს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ილა კეჭაყმაძის ადვოკატმა მას შემდეგ გააკეთა, რაც "გურიის მოამბეს" წარმომადგენელი კახა ჩავლეშვილი დაინტერესდა ოზურგეთის ყოფილი ე.წ. "რუხი კარდინალის" ილა კეჭაყმაძისა და საქართველოს ყოფილი ენერგეტიკის მინისტრის, ამჟამად კი თბილისის მერის ურთიერთობით:

"ბატონი ილა ერთი ჩვეულებრივი ადამიანია, არანაირი გავლენა მას ოზურგეთზე, მის მძახალზე (იგულისხმება ქალაქ ოზურგეთის ყოფილი მერი ბეგი სიორიძე) და საერთოდ არავისზე არა აქვს და არც არასდროს ერეოდა ოზურგეთის საქმეებში"-ეს არის მოკლე შინაარსი იმისა თუ რა თქვა ადვოკატმა.

ცნობისათვის: ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ილა კეჭაყმაძისა და ვლადიმერ მენაბდის სასამართლო პროცესი დაიწყო

ავტორი: გურიის მოამბე
ხვალ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ილა კეჭაყმაძისა და ვლადიმერ მენაბდის სასამართლო პროცესი დაიწყება

ილა კეჭაყმაძე "გურიის მოამბესსასამართლოში უჩივის

დღეს, დღის 14 საათზე, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში (მოსამართლე ნანა ჯოხაძე) ილა კეჭაყმაძისა და ვლადიმერ მენაბდის სასამართლო პროცესი დაიწყო

ვლადიმერ მენაბდის უფლებებს კახა ჩავლეშვილი დაიცავს, ილა კეჭაყმაძისა კი თბილისელ ადვოკატთა ჯგუფი.

გურიის ოპოზიციის მტკიცებით, ოზურგეთის ყოფილი ე.წ. "რუხი კარდინალი", ქალაქ ოზურგეთის ყოფილი მერის მძახალი ილა კეჭაყმაძე, გაზეთ "გურიის მოამბეს" მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელი, მოსარჩელის სახელის გამტეხი, პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციების გავრცელებისათვის, რომლის გამოც მან, სავარაუდოდ,  უდიდესი სულიერი ტანჯვა მიიღო, უჩივის და მიყენებული ტკივილის გამო კომპენსაციის სახით, რედაქციისაგან 10 ათასს ლარს ითხოვს.

სარჩელთან ერთად კეჭაყმაძე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახითოზურგეთის სასამართლოს სთხოვდააეკრძალა გაზეთისათვის მასზე ნებისმიერი სახის ინფორმაციის გავრცელებაცნობისათვის ამ უფლებით მსოფლიოშიმხოლოდ ჩრდილოეთ კორეის ლიდერიკიმ ჩენ ირი სარგებლობს.

სასამართლომ მას პირველი მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა.

ილა კეჭაყმაძის ადვოკატი:"განიცადა ძლიერი სულიერი აღელვება, და 49 წლის ასაკი არ არის ის ასაკი რომ ასეთ ბრალდებაზე ადამიანი არ აღელდება. რაც შეეხება ზიანს, ადამიანებს, ვინც ივნობს ილა კეჭაყმაძეს, მიუხედავად მისი დადებითი რეპუტაციისა - გაჩნდა უამრავი ეჭვი და კითხვა, საფრთხე შეექმნა სრულიად რაიონში მისდამი ნდობას, სადაც დაიბადა, გაიზარდა და ამ დრომდე სარგებლობს უდიდესი ნდობითა და პატივისცემით. არაერთი ზარი განხორციელდა როგორც ნათესავების მხრიდან, ასევე ახლობლების და თანამშრომლების მხრიდან, საფრთხე შეექმნა მის მიმდინარე სამსახურს და სამომავლო სამსახურსაც. რადგან "გურიის მოამბეს" ქვეყნის მოსახლეობის 50% კითხულობს".

აქვე გთავაზობთ ნაწყვეტს ილა კეჭაყმაძის იმ სასარჩელო განცხადებიდან, რომლითაც მან ოზურგეთის სასამართლოს მიმართა:

ილა კეჭაყმაძე, რომელიც არის უმაღლესი განათლებით, საუკეთესო მეუღლე, სამი შვილის მამა, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა მენეჯერულ პოზიციებზე, რაც მთავარია უდიდესი ქველმოქმედი, რომელიც უანგაროდ და ჩუმად აკეთებს კეთილ საქმეს, რაც გამოიხატება უნარშეზღუდული პირების დადგენაში და მათზე ზრუნვაში, როგორც მატერიალურად, ასევე ტანსაცმლით, კვებით და ა.შ. ასევე ოზურგეთის რაიონის სოფელ ნაღობილევში წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის სრულიად მარტო ამშენებელი. ასეთ ადამიანზე მედია წერს, რომ მკვლელობებს უკვეთავს, კრიშავს, მფარველობს, ოპოზიციის წარმომადგენლებზე ზეწოლას ახორციელებს. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ პირველი ის, რომ მოსარჩელემ განიცადა ძლიერი სულიერი აღელვება, და 49 წლის ასაკი არ არის ის ასაკი რომ ასეთ ბრალდებაზე ადამიანი არ აღელდება. რაც შეეხება ზიანს, ადამიანებს, ვინც ივნობს ილა კეჭაყმაძეს, მიუხედავად მისი დადებითი რეპუტაციისა - გაჩნდა უამრავი ეჭვი და კითხვა, საფრთხე შეექმნა სრულიად რაიონში მისდამი ნდობას, სადაც დაიბადა, გაიზარდა და ამ დრომდე სარგებლობს უდიდესი ნდობითა და პატივისცემით. არაერთი ზარი განხორციელდა როგორც ნათესავების მხრიდან, ასევე ახლობლების და თანამშრომლების მხრიდან, საფრთხე შეექმნა მის მიმდინარე სამსახურს და სამომავლო სამსახურსაც. რადგან მასობრივი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში ასეთ ინფორმაციას კითხულობს ქვეყნის მოსახლეობის 50% ზე მეტი და მათ რიცხვში არიან ისინიც, ვინც დასაქმებას თუ ბიზნესპარტნიორობას სთავაზობდა. შესაბამისად „გურიის მოამბის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ლახავს ილია კეჭაყმაძის იმიჯს და საქმიან რეპუტაციას. ასევე ლახავს მის პატივსა და ღირსებას“ - ნათქვამია ილია კეჭაყმაძის სარჩელში, რომლითაც ის ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში „გურიის მოამბეს“ მესაკუთრეს, ვლადიმერ მენაბდეს ჩივლობს.

'.$TEXT['print'].'