ერთი ოქრო და ერთი ბრინჯაო - ლიხაურის საჭიდაო სკოლის აღიარება
ავტორი: გურიის მოამბე
ერთი ოქრო და ერთი ბრინჯაო - ლიხაურის საჭიდაო სკოლის აღიარება

ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურის საჭიდაო სკოლამ დიდ წარმატებას მიაღწია თბილისში მიმდინარე საქართველოს პირველობაზე ბერძნულ რომაულ (კლასიკური) სტილით მოჭიდავეთა შორის.

ბექა ჩოფლიანის აღზრდილებმა ერთი ოქრო ლევან ქავჟარაძე და ერთი ბრინჯაო ირაკლი ძიმისტარიშვილი - აიღეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლა რამდენიმე წლის წინ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის გურიის რეგიონის მაშინდელმა პრეზიდენტმა, აწ გარდაცვლილმა, ალიკა ბოლქვაძემ დააფუძნა, მის დაწყებულ საქმეს კი დღეს ბექა ჩოფლიანი აგრძელებს.

საქართველოს პირველობა ბერძნულ რომაულ (კლასიკური) სტილით მოჭიდავეთა შორის თბილისში დღეს სრულდება.

 

'.$TEXT['print'].'