ოზურგეთის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ოზურგეთის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი საკრებულოს წევრთა აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით დაამტკიცა. დარბაზში მყოფი 41 დეპუტატიდან, წინააღმდეგი არც ერთი არ ყოფილა. 

ოზურგეთის მერიის სხდომათა დარბაზში ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულო წლის მთავარ  საფინანსო დოკუმენტის - ბიუჯეტის პროექტის  განხილვა დასრულდა.

დეპუტატების წინაშე სიტყვით მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, გია მამაკაიშვილი გამოვიდა, რომელმაც საკრებულოს წევრებს ბიუჯეტის პრიორიტეტები გააცნო.

სხდომას 46 დეპუტატიდან 41 ესწრება. ასევე ოზურგეთის მერი და მერის მოადგილე ესწრებიან.

'.$TEXT['print'].'