„ჩემი მარკეტი“ გარემოსათვის საშიში პოლიეთილენის პარკების გამოყენებაზე უარს ამბობს
ავტორი: გურიის მოამბე
„ჩემი მარკეტი“ გარემოსათვის საშიში პოლიეთილენის პარკების გამოყენებაზე უარს ამბობს

ოზურგეთის სავაჭრო სახლი „ჩემი მარკეტი“ ბიოდეგრადირებული პარკების მოხმარებაზე ხვალიდან, 30 იანვრიდან გადადის

„ჩემი მარკეტი“ თუ არ ჩავთვლით გურიაში მოქმედ სააფთიაქო ქსელებს, პირველი სასურსათო ცენტრია, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, უხრწნადი და გარემოსათვის საშიშ პოლიეთილენის პარკებზე უარს ამბობს და ბიოდეგრადირებულ პარკებზე გადადის.

როგორც „გურიის მოამბეს“ კომპანიის მენეჯერმა, მარიამ ნარიმანიძემ უთხრა:"ბიოდეგრადირებულ პარკებზე გადასვლა კომპანიის ხარჯებს თავისთავად ზრდის, თუმცა გარემოს დაცვის ინტერესებიდან, პირველ რიგში ჩვენი თანამოქალაქეებისა და კლიენტების ინტერესებიდან გამომდინარე, რაც თავისთავად ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, მოხარულნი ვართ რომ ეს ნაბიჯი გადავდგით“-აცხადებს ნარიმანიძე „გურიის მოამბესთან“ საუბარში.

როგორც აღნიშნულ კომპანიაში  ამბობენ, ამ მიმართულებით კომპანია „ბიოპლასტთან“, რომელიც საქართველოში ბიოდეგრადირებული პარკების წარმოების ლიდერია, მოლაპარაკებები ორი თვეა მიმდინარეობს და ხვალიდან უკვე „ჩემი მარკეტის“ კლიენტები ამ სერვისით ისარგებლებენ.

პოლიეთილენის პარკები და პლასტმასის ბოთლები ყველაზე დიდი პრობლემაა გარემოსთვის, ამიტომ კარგი იქნება თუკი კალათების, ქაღალდის პარკების გამოყენებაზე გადავალთ.  ამ მიმართულებით კანონპროექტის შემუშავებაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ მუშაობა გასულ, 2017 ნწელს დაიწყო, თუმცა დეტალებ ჯერჯერობით უცნობია. 

როგორც პოლიეთილენის პარკები, ასევე პლასტმასის ბოთლები არის ყველაზე დიდი პრობლემა გარემოსთვის, რადგან პრაქტიკულად, ისინი უხრწნადია, ბიოდეგრადირებაზე საუბარიც კი ამ შემთხვევაში ზედმეტია, ამიტომ კარგი იქნება თუკი არა მხოლოდ ერთჯერადი, არამედ მრავალჯერადი კალათების, ქაღალდის პარკების გამოყენებაზე  ამ მიმართულებით ჩვენ თუ არ ვუშველეთ თავს, კატასტროფის წინაშე დავდგებით. ჩვენს მეზობელ ქვეყნებს აქვთ გამოცდილება პლასტმასის ბოთლების ჩაბარების. მნიშვნელოვანი იქნება, ჩვენც თუ ამას ევროკავშირის მოთხოვნების უდიდესი უმრავლესობა გარემოსდაცვით საკითხებს ეხება და შესაბამისად, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ბევრ კანონპროექტზე მუშაობს, რათა ყველაფერი შესაბამისობაში მოიყვანოს“-აცხადებენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში.

კახა რუხაია, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი: - ბუნებაში ერთი ორგანიზმისგან წარმოქმნილი ნარჩენი მეორე ორგანიზმისთვის საარსებო საკვებია. მიკროორგანიზმები და ჭიაყელები გარდაქმნიან ფოთლებსა და მკვდარ ცხოველებს ჰუმუსად, რომელიც მცენარეებს კვებავს. ამ ციკლების ჩამოყალიბებას მილიონობით წელი დასჭირდა, ნარჩენების მზარდი რაოდენობა კი სწრაფად არღვევს ბუნებრივ ბალანსს. სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში წამის განმავლობაში მილიონზე მეტი პოლიეთილენის პარკი იყრება, რომელიც ბუნებაში 1000 წელზე მეტხანს რჩება. 

დაახლოებით მილიარდი ზღვის ფრინველი და ძუძუმწოვარი იღუპება წელიწადში პოლიეთილენის პარკების გადაყლაპვის გამო.  

- როგორც ჩანს, რაღაც უნდა ვიღონოთ, ცელოფანის პარკების გამოყენებას რომ გადავეჩვიოთ. იქნებ ამ შემთხვევაში "პანაცეად" ჩაითვალოს ქაღალდის პარკების გამოყენება?
- შესაძლებელია, ცელოფანი ქაღალდმა ან ქსოვილის ხელჩანთამ ჩაანაცვლოს. 
ქაღალდის პარკები მალე იხრწნება და ნიადაგს საფრთხეს არ უქმნის. პატარა, ქსოვილის ხელჩანთა კი ბუნებას ორმაგად იცავს, მისი გამოყენებით უარს ვამბობთ ცელოფანის პარკებით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე. 

ალექსანდრე მინდორაშვილი, გარემოს დაცვის ექსპერტი- ევროპამ მტკიცედ გადაწყვიტა, უარი თქვას ცელოფანზე და ქაღალდის პარკი აწარმოოს. ამავე დროს საზოგადოებაში აქტიურად ატარებენ შემეცნებით აქციებს, რომ ხალხმა ქაღალდის პარკების გამოყენებაც შეზღუდოს და თან იქონიოს პატარა ქსოვილის ჩანთა, რომელიც საფულეშიც კი ეტევა. 2005 წლის მონაცემებით, საფრანგეთში წელიწადში დაახლოებით 17 მილიარდ, ანუ 80 000 ტონა ცელოფანის პარკს იყენებდნენ. ამიტომაც საფრანგეთმა ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ბრძოლა ამ პრობლემასთან. 
მეცნიერები მუშაობენ ისეთი შემადგენლობის პლასტიკური ჭურჭლის შექმნაზე, რომელსაც ბიოლოგიური დაშლის უნარი ექნება. დიდ ბრიტანეთსა და ბეტლანდში (შვეიცარია) კერძო კომპანიების მიერ სუბსიდირებული მეცნიერები უკვე მივიდნენ ე.წ. ჭკვიანი პლასტიკატის ფორმულამდე. მისი გამოყენებით დამზადდა პლასტიკური ჭურჭლის საცდელი პარტია, რომელიც ბუნებრივი გზით ან სპეციალური რეაგენტების გამოყენებით იშლება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ჭურჭელი უკვე მიღებულია, მაღალი საწარმოო ღირებულების გამო მისი მასობრივად წარმოება ჯერჯერობით არ მიმდინარეობს.

- როგორ აგვარებს ევროპა ცელოფანის პარკებისგან უკვე წარმოქმნილ პრობლემებს?
- ევროპა უზარმაზარ თანხებს ხარჯავს პოლიეთილენით ბუნებისთვის უკვე მიყენებული ზარალის შესამცირებლად. ამისთვის საკმარისი ფული და რესურსიც აქვს. ჩვენ კი, რაც უფრო დავაგვიანებთ ევროპული გამოცდილების გაზიარებას, მით უფრო დავანაგვიანებთ არა მხოლოდ ეზოს, ქუჩას, გზებსა და საზოგადოდ, ბუნებას, არამედ მომავალსაც. ასეთი დასკვნისთვის საკმარისია გაათვითცნობიერო, რას განიცდის მიწა, რომელიც 1000 წელი უნდა ეჭიდაოს ალაგ-ალაგ ჩამარხულ ცელოფანის პარკებს.

გარემოს დაცვაზე ზრუნვა საკუთარ თავზე ზრუნვასაც ნიშნავს. დროა, უარი ვთქვათ ცელოფანის პარკებზე და გამოვიყენოთ ქაღალდი (ისიც ეკონომიურად), რათა პრობლემა, რომელიც დღეს არ ჩანს და კეთილდღეობა გვგონია, ხვალ ბუმერანგივით არ დაგვიბრუნდეს უკან.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ. 2015 წლიდან, ნარჩენების მართვის ახალი მიდგომების დანერგვის პარალელურად, პოლიეთილენის პარკებით გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ მიმართული კამპანია დაიწყო.

სამინისტროს ინიციატივით, 2015 წლიდან პოლიეთილენის პარკებს ეტაპობრივად ბიოდეგრადირებადი პარკები ჩაანაცვლებს.

ამ ინიციატივის ფარგლებში PSP პირიველი ფარმაცევტული ქსელია, რომელმაც პოლიეთილენის პარკები სრულად ჩაანაცვლა ბიოდეგრადირებადით. 

სამინისტროს ინიციატივას მხარს უჭერენ საქართველოში არსებული მსხვილი სავაჭრო ქსელები და წლის მანძილზე პოლიეთილენის პარკებს ბიოდეგრადირებადით ეტაპობრივად ჩაანაცვლებენ.

პოლიეთილენით გარემოს დაბინძურების პრობლემა აქტუალურია მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვის. პოლიეთილენის პარკის გარემოში დაშლას ასეულობით წლები ჭირდება და დიდ ზიანს აყენებს გარემოს. მაშინ, როდესაც ბიოდეგრადირებადი პარკი 3- 6 თვიდან იწყებს გარემოში დაშლას.

სამინისიტრო ბიოდეგრადირებადი პარკებისა და მრავალჯერადი ჩანთების გამოყენების დანერგვით, ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიეთილენის პარკების მოხმარების შემცირებას და საბოლოოდ პოლიეთილენის მთლიანად ამოღებას.

'.$TEXT['print'].'