"ქართველები და ოსები მშვიდობიანად ცხოვრობდნენ, მანამ, სანამ ჩვენ არ ჩავერიეთ"-ნოვოდვორსკაია
ავტორი: გურიის მოამბე
"ქართველები და ოსები მშვიდობიანად ცხოვრობდნენ, მანამ, სანამ ჩვენ არ ჩავერიეთ"-ნოვოდვორსკაია

რუსი პოლიტიკური მოღვაწე, დისიდენტი, ადამიანის უფლებათა დამცველი, დამოუკიდებელი ჟურნალისტი ვალერია ნოვოდვორსკაია საქართველოსა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრობს. შესაბამისს ვიდეოს თავად მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

"ეს ზუსტად ის ხალხია, რომლებიც ჩვენმა სამხედროებმა, ჩვენმა სამჯერ წყეულმა არმიამ თავიანთი სოფლებიდან გამოყარა. იქ, სადაც რუსული ტანკი გაივლის, ბალახი აღარ ამოდის. ძალიან ბევრი ერთნაირი ქალაქია თეთრ-ვარდისფერ და თეთრ-ლურჯ ფერებში, ერთსართულიანი სახლები, რათა ხალხს თავს ზემოთ სახურავი ჰქონდეთ, რომ ყველამ მიიღოს 2-3 ოთახიანი ბინა, იმის მიხედვით, თუ რამდენი სული ცხოვრობს ოჯახში, რათა ხალხი ღია ცის ქვეშ არ დარჩეს. ისინი სამაჩაბლოში მშვიდობიანად ცხოვრობდნენ, ერთმანეთთან დადიოდნენ, ერთმანეთს ეროვნული კერძებით უმასპინძლდებოდნენ მანამ, სანამ ჩვენ არ ჩავერიეთ", - აღნიშნავს ნოვოდვორსკაია.

'.$TEXT['print'].'