ილო ტუღუშის დედა:"პირადად მინდა "ყორყი" გამოვუღო ნუგზარ ჩხაიძეს უსინდისომ როგორ გაბედა და მეორე უსინდისოს როგორ დაუდგა გვერდში"
ავტორი: გურიის მოამბე
ილო ტუღუშის დედა:"პირადად მინდა "ყორყი" გამოვუღო ნუგზარ ჩხაიძეს უსინდისომ როგორ გაბედა და მეორე უსინდისოს როგორ დაუდგა გვერდში"

ეს განცხადება მარინა ტუღუშმა; გარდაცვლილი მსაჯის, ილო ტუღუშის დედამა, მასთან სახლში მისული ჟურნალისტების წინაშე საუბრისას, დღეს, ნუგზარ ცინცაძის პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ გააკეთა:

ლანჩხუთის კეთილმოწყობის სამსახურის დირექტორის მოადგილე, ნუგზარ ცინცაძე, ლანჩხუთის მერს, ალექსანდრე სარიშვილს, ლანჩხუთელი საფეხბურთო მსაჯის, ილო ტუღუშის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებს.

ამის შესახდებ განცხადება ნუგზარ ცინცაძემ, დღეს, ლანჩხუთში, რესტორან "თავადურში" გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა

მარინა ტუღუში; გარდაცვლილი მსაჯის, ილო ტუღუშის დედა:"მე მინდოდა დღეს იქ წამოვსულიყავი მაგრამ ვერ შევძელი, პირადად მინდა "ყორყი" გამოვუღო იმ ნუგზარ ჩხაიძეს. მაგ უსინდისომ როგორ გაბედა და მეორე უსინდისოს როგორ დაუდგა გვერდში. ალეკო სარიშვილი ჩემი შვილია იგივე, ნუგზარ ჩხაიძემ არ იცის, რომ ჩემი შვილი მისი ხელითაა მკვდარი? ჩემს ოჯახში მოვიდა ნუგზარ ჩხაიძე, იმ ბათუმელთან ერთად, იმნაიშვილთან და ბახტაძესთან. იმნაიშვილმა თქვა მე მივდივარ მოსკოვში და ვტოვებ ისეთ ხალხს რომლებიც მოუვლიან შენს შვილსო, მოუარენ. ხომ ხედავთ. მაგრამ კანონი არაა დღეს. მუქარისათვის მარტო რომ დაისაჯოს ის კანონი არაა. ვითხოვთ რომ დასრულდეს გამოძიება მაგრამ ფულიანი ხალხია გარეული, ჩვენ იმდენი ფული არა გვაქვს რომ სამართალს მივაღწიოთ" 

'.$TEXT['print'].'