ოზურგეთში მერის წარმომადგენლების შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში მერის წარმომადგენლების შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს

ამ წუთებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გამოცხადებული კონკურსის მონაწილეები გასაუბრებას გადიან.

აღნიშნულ კონკურსში  მერის წარმომადგენლების,მათი  თანაშემწეების,  რამდენიმე სამსახურისა და განყოფილების უფროსების პოსტზე დასანიშნი 206 აპლიკანტი მონაწილეობს.

კომისიის წევრები არიან: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი მარინა ქერქაძე;  „პროფესიული კავშირის“   ოზურგეთის  რაიონული ორგანიზაციის  თავმჯდომარე თეიმურაზ ქინქლაძე;  ოზურგეთის დემოკრატიული განვითარების კავშირის  იურისტი ირაკლი პაპავა;  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ლაშა თავაძე; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი თეა უჯმაჯურიძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის  ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი გია გიორგაძე; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის  განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსი  ნათია ნიჟარაძე.

გასაუბრება კიდევ 2 დღე გაგრძელდება. აპლიკანტებთან გასაუბრების დასრულების შემდეგ კი  5 დღის ვადაში კომისია გასაუბრების შედეგებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს.

'.$TEXT['print'].'