აქცია სოფელ ზოტში-ადგილობრივები ოქროს მომპოვებელ კომპანიას დაუპირისპირდნენ
ავტორი: გურიის მოამბე
აქცია სოფელ ზოტში-ადგილობრივები ოქროს მომპოვებელ კომპანიას დაუპირისპირდნენ

დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში დაპირისპირება მოხდა ადგილობრივებსა და ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებს შორის,

რომლებიც სოფელ ზოტსა და სურებს შორის არსებულ სამ ქვაბულში ოქროს მოპოვებაზე თანხმობას ითხოვდნენ. 

ადგილობრივების განცხადებით, კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნული სამუშაოების სანაცვლოდ სოფლის მოსახლეობას მინი სტადიონებს, სპორტულ დარბაზებს და სოციალური პროგრამების განხორციელებას პირდებიან.

მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი არანაირი დაპირების სანაცვლოდ, არ მისცემემ კომპანიის წარმომადგენლებს საშუალებას, ქვაბულებში ოქროს მოპოვება დაიწყონ: "ეს ისტორიული, შუა საუკუნეების, სამხედრო მნიშვნელობის ძეგლია. რატომ უნდა ააფეთქონ ვერ ვხვდებით და არც მივცემთ ამის საშუალებას..ეს რომ ააფეთქონ, აქაურობა განადგურდება, დავზარალდებით არამარტო ჩვენ, მთელი შემოგარენი..ეს ყველაფერი ოქროს და ფულის გამო უნდათ რომ ააფეთქონ,ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ."

იმ შემთხვევაში, თუ ოქროს მომპოვებელი კომპანია მაინც დაიწყებს ოქროს მოპოვების  სამუშაოებს, ადგილობრივები ფართო მასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან.

'.$TEXT['print'].'