სასტუმრო "გურიას" მშენებლობა ხვალიდან განახლდება
ავტორი: გურიის მოამბე
სასტუმრო "გურიას" მშენებლობა ხვალიდან განახლდება

ქალაქ ოზურგეთის ცენტრში მიმდინარე სასტუმრო "გურიას" რეაბილიტაცია ხვალიდან განახლდება და მისი დასრულება მიმდინარე წელსაა ნავარაუდევი.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" სასტუმროს მფლობელთან, კომპანია "გურია პალასის" ხელმძღვანელთან, ბიზნესმენ ზურაბ ჩხაიძესთან დაახლოებულნა წყარომ აცნობა.

იმავე წყაროს ცმობით, ბიზნესმენი ზურაბ ჩხაიძე, სასტუმროს მშენებლობის განახლებას, ხვალ, უშუალოდ თვითონ, მშენებარე კომპანიის ხელმძღვანელობასთან და ოზურგეთის მერთან ერთად დაესწრება.

ცნობისათვის: ზურაბ ჩხაიძემ სასტუმრო "გურია" 2016 წელს, აუქციონზე შეიძინა, თუმცა მისი რეაბილიტაცია მხოლოდ გასულ წელს დაიწყო. რეაბილიტაციის დაგვიანების მიზეზი ბიზნესმენისა და ქალაქ ოზურგეთის მაშინდელი მერიის სასამართლო დავა გახლდა, რომელიც ბიზნესმენის გამარჯვებით დასრულდა,

ქალაქ ოზურგეთის მერია მეპატრონის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის მომიზეზებით ბიზნესმენისათვის სასტუმროს ჩამორთმევას ცდილობდა.

რეაბილიტაციის პროცესის შეჩერება გასული წლის მიწურულს, გავრცელებული არაოფიციალური მიზეზით, მშენებლებს შორის დაპირისპირებამ გამოიწვია.

თუმცა ამ თემაზე ბიზნესმენს ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია.

'.$TEXT['print'].'