ნარუჯაში სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის გადახურვა მიმდინარეობს
ნარუჯაში სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის გადახურვა მიმდინარეობს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯაში 2 აპრილის სტიქიის შედეგად დაზიანებული ორსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის გადახურვა მიმდინარეობს.

სამუშაო პროცესს დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე გაეცნო.

გამოიცვალა ხეობა და შენობა ახალი, მაღალი ხარისიხის თუნუქის სახურავით იხურება.

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარების, სტიქიის სალიკვიდაციო და სარებილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, საჭირო თანხა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.

'.$TEXT['print'].'