კობა დუნდუა:"სადაც მოხდა ლენინგრადის ბლოკადის გარღვევა იქ ჩვენ გვქონდა ექსკურსია"
ავტორი: გურიის მოამბე
კობა დუნდუა:"სადაც მოხდა ლენინგრადის ბლოკადის გარღვევა იქ ჩვენ გვქონდა ექსკურსია"

"გურიის მოამბის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც, ოზურგეთის სახელმწიფო ანსამბლ "გურიას" სანქტ პეტერბურგში მიმდინარე გასტროლებზე იყო საუბარი, ანსამბლის ერთერთი ხელმძღვანელი, კობა დუნდუა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

"ჩვენ მუნიციპალიტეტის მერისგან კონსტანტინე შარაშენიძისგან თანხმობა გვქონდა მიღებული აღნიშნულ გასტროლთან დაკავშირებით.
ეს ფოტო არ არის 9 აპრილს გადაღებული როგორც  დაიწერა და 
რაც შეეხება რუსულ ტანკს ჩვენ ექსკურსია გვქონდა 8 აპრილს იმ ადგილზე სადაც მოხდა ლენინგრადის ბლოკადის გარღვევა და სადაც უამრავი ქართველი დაიღუპა ამ ადგილს ეწოდება "ნევსკი პეტაჩოკი" აქ არ არის თანამედროვე ტექნიკა გამოფენილი,აქ გამოფენილი არის პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სამხედრო ტექნიკა,ზუსტად ისეთი როგორიც ოზერგეთში სოფელ შრომაში არის და თუ ტექნიკის მიხედვით ვიმსჯელებთ ესეიგი შრომაში ტანკის წინ გადაღებაც სამშობლოს ღალატი ყოფილა"-წერს ანსამბლის ხელმძღვანელი.

"რედაქციას რომ კონტექსტი დაეცვა არც იქნებოდა პრობლემა მაგრამ სამწუხაროდ ან არ ან ვერ დაფიქრდნენ"-აცხადებს დუნდუა.

გთავაზობთ სტატიას:

ოზურგეთის სახელმწიფო ანსამბლის გასტროლები რუსეთში და პოზიორობა რუსული ტექნიკის ფონზე
ოზურგეთის სახელმწიფო ანსამბლის გასტროლები რუსეთში და პოზიორობა რუსული ტექნიკის ფონზე

ოზურგეთის სახელმწიფო ანსამბლი "გურია" რამდენიმე დღეა რუსეთში გასტროლებზე იმყოფება. 

ამსამბლის წევრების ქ. სანქტ-პეტერბურგში გასტროლი ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ბიზნესმენი ძმების, ჩხაიძეების დაფინანსებით შედგა. 

ფოტოები, სადაც ანსამბლის წევრები  რუსულ ტექნიკასთან პოზიორობენ სოციალურ ქსელში აიტვირთა და საზოგადოების მხრიდან წამოსული უარყოფითი შეფასებების შემდეგ, სწრაფადვე წაიშალა. 

გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს, სადაც მოცეკვავეები რუსული ტექნიკისა და ტანკების  ფონზე პოზიორობენ. ფოტოები იმ დღეებშია გადაღებული, როდესაც საქრთველოში 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშებიც კი დაშვებული იყო.

ანსამბლი "გურია" აწ გარდაცვლილმა ჯუმბერ დუნდუამ დაარსა, რომელსაც ახლა მისი ოჯახი ხელმძღვანელობს, მათ შორის მისი შვილი,  ოზურგეთის ყოფილი ვიცე მერი კობა დუნდუა.

 

'.$TEXT['print'].'