ოზურგეთში, ცნობილი ბრენდი "უნივერსამი" შემოდის
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში, ცნობილი ბრენდი "უნივერსამი" შემოდის

ოზურგეთში, ცნობილი ბრენდი "უნივერსამი", შემოსვლას მიმდინარე წლის მაისიდან გეგმავს და ის ყოფილი ავტოსადგურის შენობის ერთ ნაწილში განთავსდება.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" კომპანიასთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა.

მდინარე ბჟუჟის სანაპიროსთან არსებულ ავტოსადგურის შენობაზე კომპანიის ლოგო უკვე დამონტაჟებულია.

ყოფილი ავტოსადგურის შენობის მეორე ნაწილში კი გრანდიოზული სავაჭრო ცენტრის მშენებლობა იგეგმება

როგორც "გურიის მოამბეს" ავტოსადგურის მეპატრონეებმა განუცხადეს, სავაჭრო ცენტრი, რომელიც მხოლოდ სამშენებლო ბიზნესზე იქნება აქცენტირებული, ასევე მიმდინარე წლის მაისში უნდა გაიხსნას:

"ტერიტორია მოსკოვში მცხოვრებ, წარმოშობით ოზურგეთელ ბიზნესმენებს იჯარით გადავეცით,  ვიცი რომ გეგმავენ სერიოზულ ინვესტიციას, ამ ეტაპზე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ოზურგეთელებს და გურულებს, ბათუმში "პუშკინზე" სიარული აღარ დასჭირდებათ, იქნება უფრო დაბალი ფასები ყველა საქონელზე რაც სამშენებლო ბიზნესთან ასოცირდება"-გვითხრა ავტოსადგურის მეპატრონემ, ბიზნესმენმა ავთანდილ ღლონტმა.

რაც ცშეეხება ავტოსადგურს, მან ქალაქ ოზურგეთის ცენტრში გადმოინაცვლა და ოზურგეთის პოლიციის ყოფილი შენობის უკანა ფასადსა და ეზოში დაიწყო ფუნქციონირება.

საცალო გაყიდვების კომპანია "უნივერსამი" 2010 წლის 10 დეკემბერს დაარსდა და ის წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოში.

კომპანიას ქალაქ თბილისში 4 ფილიალი გააჩნია და თუ მის "ფეისბუკ" გვერდს დავეყრდნობით, სადაც ბოლო მონაცემები ამ მიმართულებით 2017 წლის 4 დეკემბრით ტარიღდება, ოზურგეთი იქნება პირველი რეგიონი თბილისის შემდეგ, რა მიმართულებითაც "უნივერსამი" გაფართოვდება და არეალს გაზრდის.

 

 

 

'.$TEXT['print'].'