ოზურგეთელმა რაგბისტებმა პირველ ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთელმა რაგბისტებმა პირველ ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს

დღეს დასრულდა პირველი ლიგის 2017-18 წლების სეზონი რაგბიში


თენგიზ კალანდაძე: "მომავალი სეზონისათვის, ვპირდები გულშემატკივრებს უფრო კარგ, ძლიერ და სანახაობრივ რაგბს ვითამაშებთ"


ბოლო მე-14 პულში ოზურგეთელებმა საკუთარ "ზვანი არენაზე" დიდი 10 ისთვის მებრძოლი ქუტაისის "არესი" მიიღეს და მიუხედავად დიდი ბრძოლისა და წინააღმდეგობისა, საბოლოოდ მაინც ხელმოცარული დარჩნენ 15-31; თუმცა უფო მეტად ხელმოცარული როგორც ოგნავ მოგვიანებით გაირკვა სტუმრები აღმოჩნდნენ, რადგან ასევე პრემიალურით შეძლო გამარჯვება დიდი 10-ის საპლეიოფო საგზურისათვის მებრძოლმა ბოლნისის "ყოჩებმა" 31-5; სასიხარულო ამ ბოლო ამბავში ისაა, რომ ყოჩებმა ოზურგეთელტა მეტოქე, პირველ ლიგაში დაეჩენისათვის, თბილისის "ივერია" მოისაკლისეს და შესაბამისად ამ უკანასკნელებს ოზურგეთისათვის გადასწრების შანსი არ მისცეს.

შესაბამისად დებიუტანტმა ოზურგეთის "არწივებმა" ღირსეულად ჩაამთავრა სეზონი და ლიგაში მეექვსე ადგილის დაკავებით, მომავალ სეზონსაც რანგით მეორე ლიგაში გაატარებს.

პირველი ლიგის გამარჯვებული კი პატარძლეულის "ვეფხვები" გახდა, რითაც კახეთი დიდ რაგბშჭი შევიდა, "ვეფხვები დიდ 10 ში  ქუთაისის "ბაგრატს" ჩაანაცვლებს, 

პლეიოფში კი "ყოჩები" დიდი 10-ის ბოლოდან მეორეადგილოსანთან, "არმიასთან" ორმატჩიან დუელში გაარკვევენ დიდი 10-ის ბოლო საგზურის ბედს.

ხოლო პირველი ლიგა მისი დაარსებიდან უცვლელმა კლუბმა "ხულიგანამ" დატოვა, ბოლოდან მეორეადგილოსანი 'ივერია" კი რეგიონალლიგიდან ერთერთ გამარჯვებულთან ასევე ორმატჩიან დუელში შეეცდება ადგილის შენარჩუნებას:

"დებიუტანტისათვის კარგი შედეგია, მინდა მივულოცო გულშემატკივრებს,ბიჭებს, მწვრთნელებსა და ადმინისტრაციას, თუმცა ვაღიარებ, რომ უფრო დიდი მიზნები გვქონდა, ოთხეულში გვინდოდა შესვლა, თუმცა ტრამვების სიხშირიანობამ ამის საშუალება არ მოგვცა. მთავარია რომ აქ ვართ და მომავალი სეზონისათვის, ვპირდები გულშემატკივრებს უფრო კარგ, ძლიერ და სანახაობრივ რაგბს ვითამაშებთ, ამისათვის ვაპირებთ არამარტო მოთამაშეების დამატებას სხვადასხვა ხაზში, არამედ მწვრთნელებისაც. ყველას მინდა მადლობა გადავუხადო ვინც გვერდში გვედგა, ჩვენ მათ იმედებს აუცილებლად გავუმართლებთ"-გვითხრა ნამატჩევს ოზურგეთის "არწივების" პრეზიდენტმა, თენგიზ კალანდაძემ.

 

განახლდა   15/04_2018 @ 17.55

15/04

კლუბი   ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ : გაშ

სხვ

1

ვეფხვები  პატარძეული

14

11

1

2

8

2

0

547

:

162

+385

56

2

ყოჩები  ბოლნისი

14

11

1

2

6

0

0

430

:

221

+209

52

3

არესი  ქუთაისი

14

10

1

3

6

3

0

402

:

192

+210

51

4

იუნკერები  კიკეთი

14

6

2

6

2

1

0

334

:

339

-5

31

5

დინამო  თბილისი

14

4

1

9

2

5

0

255

:

304

-49

25

6

არწივები  ოზურგეთი

14

4

1

9

1

2

0

231

:

376

-145

21

7

ივერია  თბილის

14

4

0

10

1

1

0

250

:

482

-232

18

8

ხულიგანა  თბილისი

14

2

1

11

0

3

0

213

:

586

-373

13

^ უკეთესი პირისპირ ბალანსით,  %  ნაკლები თამაშის გამო   განრიგი (ა4)

ქულათა ნიხრი      ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0    +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში
პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს [მინიმუმ] სამით მეტ ლელოს გაუტანს
ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 8 ქულაზე ნაკლებით [გარდასახული ლელოს ფარგალში] დამარცხდება
ფრეზე ბონუსი არავის ერგება.  სისტემა ქართულია: განსხვავდება ფრანგული და დანარჩენი მსოფლიოს ნიხრებისგან

'.$TEXT['print'].'